ფეისუბუქის მოგება მესამე კვარტალში 55 პროცენტით გაიზარდა. კორპორატიული ანგარიშების შესახებ ინფორმაცია კომპანიამ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მითითებულ პერიოდში სოციალური ქსელის საერთო მოგებამ 7 მილიარდი დოლარი შეადგინა. რაც გასულ წელთან შედარებით 2 მილიარდ ნახევრით მეტია.