„სამოქალაქო პლატფორმა-ახალისაქართველოს“- ერთ-ერთი დამფუძნებელი, სერგო ჩიხლაძე „ჯი-ეიჩ-ენთან“ იმ მანიპლუაციაზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლებამ გამოიყენა. ჩიხლაძე, არ ეთანხმე ბე ომ ექსპერტებსა და ანალიტიკოსებს, რომლებიც ამბობენ, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მასობრივ დარღვევებსა და გაყალბებას ადგილი არ ჰქონია.
„ისინი ამბობენ, რომ იყო მცირედი გადაცდომები, მცირე მანიპულაცია, რომელიც საერთო შედეგზე გავლენას! ვერ იქონიებდა. არადა, ზუსტად ეს მცირე გადაცდომა და მანიპულაციაა (3-4% ან 5% - იან ცვლილებას) არის საკმარისი, რომ მთლიანად შეცვალო არჩევნების მთელი სურათი და პარლამენტის სრული შემადგენლობა.
ავიღოთ ის 3-4 პარტია, რომელიც ყველაზე ახლო იყო ბარიერის გადალახვასთან (თავისუფალი დემოკრატები, სახელმწიფო ხალხისთვის, ლეიბორისტები, დემოკრატიული მოძრაობა), ყველას დააკლდა 0,5- დან 1,5%- მდე, ანუ მთლიანობაში, ზუსტად ეს არის ის 3-4 % მიახლოებით, რაც სახელისუფლებლო რესურს შეუძლია სათავისოდ გამოიყენოს. ციფრებში, რომ წარმოვიდგინოთ ეს არის, რომ ვიღაცას დააკლდა 8000 ხმა, ვიღაცას 15 და ვიღაცას 20000. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ უბანზე (სულ არის 3700 უბანი) კონკრეტულმა პარტიამ დაკარგა 3-4-5 ხმა. ხომ არ არის ეს მასობრივი გაყალბება? არა! სულ რაღაც 3 ან 4 ხმა უბანზე, სადაც 1000-1200 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ეს არის ზუსტად ის მცირე მანიპულაცია, რაზეც ვსაუბრობთ! არადა ამ მცირე გადაცდომის შედეგად სულ მცირე 4 პარტია დარჩა ბარიერს მიღმა. წარმოვიდგინოთ, რომ არ იყო ეს მცირე გადაცდომები და დარღვევები, წარმოვიდგინოთ, რომ ამ პარტიებს არ დაუკარგეს უბანზე 3 ან 4 ხმა, შედეგად მივიღებდით, სულ მცირე 3-4 პარტიას კიდევ პარლამენტში, თუნდაც მინიმალური რაოდენობით (6 კაცი პარტიიდან), ანუ სულ მცირე 18 ან 24 ადამიანი ოპოზიციური ფლანგიდან. არსებულ ოპოზიციურ ადგილებს რომ დამატებოდა ეს აღნიშნული ადგილები, ქართულ ოცნებას უკვე პირველი ტურის მერე ვეღარ ექნებოდა კონსტიტუციური უმრავლესობა! ოცნება აიღებდა ჩვეულებრივ უმრავლესობას და არა კონსტიტუციურ უმრავლესობას. ეს კი აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა იქნებოდა! აღარაფერს ვამბობ პოლიტიკურ პლურალიზმზე და აზრთა სხვადასხვაობაზე, რომელიც პარლამენტს მხოლოდ გაამდიდრებდა. გარდა ამისა, მთლიანად გამოაფხიზლებდა და გაამდიდრებდა ქართულ პოლიტიკურ სივრცეს! ასე, რომ - როდესაც ვსაუბრობთ მცირე დარღვევებზე და იმაზე, რომ მთლიანი შედეგი ვერ შეიცვლებოდა, ნუ დავივიწყებთ მარტივ არითმეტიკასაც და იმასაც, რომ ხშირად დეტალები და უმნიშვნელო შტრიხები ცვლიან მთელი ქვეყნის ბედს!“, - ამბობს ჩიხლაძე.