ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის სახელით სახალხო დამცველს განცხადებით მიმართავს. არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მეჩეთის მშენებლობის მიზნით მუსლიმი თემისთვის უძრავი ქონების გადაცემაზე სახელმწიფოს შესაბამისმა უწყებებმა უარი განაცხადეს. ისინი ამ გადაწყვეტილებას დისკრიმინაციულ მოპყრობად აფასებენ და სახალხო დამცველს ადეკვატური რეკომენდაციის გაცემისკენ, ასევე, კანონით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენებასკენ მოუწოდებენ.