ერაყის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულში შეტაკებები გრძელდება. სახელისუფლო ძალებმა ქურთული დაჯგუფებების დახმარებით სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის შენობა გაათავისუფლეს. მათ კონტროლს დაექვემდებარა კოკჯალისა და ალ-კარამის რაიონებიც. მოსულის გასათავისუფლებლად მასშტაბური სამხედრო ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყო. ქალაქს ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები უკვე მეორე წელია, აკონტროლებენ.