ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 50 ოლქიდან 48-ში „ქართული ოცნების“ კანიდატები ლიდერობენ. არჩევნებში ელექტორატის 37.5%-მა მიიღო მონაწილეობა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა. რაც შეეხება საჩივრებს, საერთო ჯამში საოლქო საარჩვენო კომისიებში 131 საჩივარი დარეგისტრირდა, რომლებიც ძირითადად პროცედურული ხასიათის იყო.