ავსტრალიაში ახალი საკანონმდებლო ინიცოიატივით გამოდიან. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მიგრაციის შესახებ შემუშავებულ კანონპროექტს დაუჭერს მხარს, მიგრანტებს, ვინც ავსტრალიის ტერიტორიაზე არალეგალურად შეღწევას შეეცდება, ქვეყანაში შესვლა სამუდამოდ აეკრძალება. მათ არც ტურისტულ ვიზას მისცემენ და ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას იმ შემთხვევაშიც აუკრძალავენ, თუ ავსტრალიის მოქალაქესთან ქორწინებაში იმყოფებიან. დუკუმენტის განხილვას ავსტრალიის პარლამენტი კვირის ბოლომდე დაიწყებს.