თურქეთში ტერორისტებთან კავშირში კიდევ ორი მაღალჩინოსანი დაადანაშაულეს. პოლიციამ ქალაქ დიარბაკირის მერის თანაშემწეები დააკავა. მერს კი ამ დრომდე ეძებენ. ოპერაცია, რომელიც სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ჩატარდა, ადგილობრივი პროკურატურის მიერ იყო სანქცირებული.