საქართველო „ბიზნესის წარმოების“ რეიტინგში 8 საფეხურით დაწინაურდა და 24-ედან მე-16 ადგილზე გადაინაცვლა. კვლევა მსოფლიო ბანკის ჯგუფმა ჩაატარა. ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში უმაღლესი რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის საქართველო მესამე ადგილზეა. ასევე გაუმჯობესდა საქართველოს პოზიცია ელექტროენერგიით მომარაგების კრიტერიუმში, ასევე, ბიზნესის სიმარტივის, საკუთრების რეგისტრაციის, მონეტარული ინვესტირების დაცვისა და გადასახადების გადახდის კუთხით. რეიტინგში მაჩვენებლის უმიშვნელო გაუარესება მხოლოდ გადახდისუნარიანობის საქმის წარმოების კუთხით შეინიშნება, სადაც საქართველომ 101-ეადგილიდან 106-ზე გადაინაცვლა.