რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე მსჯელობაც კი დიდი ცინიზმია. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. „სირია დღეს კიდევ ერთი თემა გახდა, რომელმაც რუსოფობებს სალაპარაკო გაუჩინა. ისინი სპეკულირებენ ადამიანების ბედით, მათი ტანჯვით და რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე მსჯელობენ. ჩვენთვის ეს ყოვლად მიუღებელია,“-აღნიშნა ლავროვმა.