თურქეთი ირწმუნება, რომ მოსულის ოპერაციაში აქტიურად არის ჩართული. ოფიციალური ანკარის ინფორმაციით, თურქულმა არტილერიამ ქალაქ ბაშიკში მებრძოლ ქურთულ დაჯგუფებებს საცეცხლე მხარდაჭერა გაუწია. ბაშიკი მოსულიდან 12 კილომეტრში მდებარეობს. ოპერაციაში თურქული მხარის მონაწილეობას არც ოფიციალური ბაღდადი და არც ქურთული დაჯგუფებების მეთაურები არ ადასტურებენ. ერაყის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყო. თურქეთი ოპერაციაში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს, რასაც ოფიციალური ბაღდადი აპროტესტებს.