ერაყის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულში შეტაკებები გრძელდება. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები სახელისუფლო ძალების მასირებულ შტურმს ვეღარ იგერიებენ და პოზიციეს თმობენ. გვიან საღამოს მათ უკან დახევისას ქალაქის სიახლოვეს მდებარე ქიმიური ქარხანა დაწვეს. მოწამვლის შედეგად საავადმყოფოში ათასამდე პაციენტი გადაიყვანეს.