კოლუმბიის დედაქალაქში ათასობით სტუდენტმა სამშვიდობო აქცია გამართა. დემონსტრანტებმა ამბოხებულებთან შეჩერებული სამშვიდობო პროცესის განახლება მოითხოვეს. აქციის ორგანიზატორთა თქმით, ისინი არც მემარცხენე და არც მემარჯვენე ძალებს არ წარმოადგენენ და პოლიტიკოსებისგან მხოლოდ შეთანხმების შესრულებას მოითხოვენ. კოლუმბიის ხელისუფლებასა და რადიკალურ დაჯგუფება ფარკს შორის 4-წლიანი მოლაპარაკება 2 თვის წინ სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდა, თუმცა კოლუმბიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე მოსახლეობამ ამბოხებულთა ამნისტირებას მხარი არ დაუჭირა.