პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ცნობს, თუ თავად გაიმარჯვებს. ამის შესახებ მილიარდერმა ოჰაიოს შტატში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა. „მინდა ჩემს ამომრჩეველს და ამერიკის ყველა მოქალაქეს დავპირდე, რომ მთლიანად ვაღიარებ ამ ისტორიული არჩევნების შედეგებს, თუკი გამარჯვებას მე მოვიპოვებ. რა თქმა უნდა, ვაღიარებ სამართლიან შედეგებს, მაგრამ შედეგების გასაჩივრები, ან სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას ვიტოვებ, თუ ეს შედეგები საეჭვო იქნება“, - განაცხადა ტრამპმა. აშშ პრეზიდენტის არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.