ბათუმის მერიის ინფორმაციით, მრავალსართულიან კორპუსებში ახალი ლიფტების მონტაჟი მიმდინარეობს. ამ დროისთვისთვის ინასარიძის ქუჩის #18-ში ორი სადარბაზოს ახალი ლიფტის მონტაჟი ხორციელდება. აღნიშნული ლიფტები ექსპლუატაციში თვის ბოლოს შედის. წელს სულ 11 სამგზავრო და სატვირთო ლიფტი გამოიცვალა. ლიფტების შეცვლას ბათუმის მერიის ა(ა)იპ ,,ბათუმის კორპუსი“ თანადაფინანსების პრინციპით ახორციელებს, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 482 000 ლარია გამოყოფილი.