ამერიკულმა კომპანია Amazon Inc-მა მიიღო პატენტი მინი დრონის შექმნაზე, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს დაეხმარება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს საპატენტო და სასაქონლო ნიშნების სააგენტოს საიტზე უკვე განთავსებულია.
დრონი ძალიან პატარა იქნება და ის ჯიბეშიც ჩაეტევა.დრონი Alexa-ს ფუნქციონირებაში დაძახებისთანავე მოვა და იმ დავალებას შეასრულებს, რასაც მისი „პატრონი“ „უბრძანებს“.
Alexa დაეხმარება პოლიციასაც და ის შესაბამისად მინი კამერით იქნება აღჭურვილი