ბერლინში ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ფრანსუა ოლანდმა ალეპოში იერიშებს სამხედრო დანაშაული უწოდა და რუსეთის პრეზიდენტს ე.წ. ჰუმანიტარული პაუზის გახანგრძლივებისკენ მოუწოდა. ანგელა მერკელის თქმით კი მოლაპარაკება პუტინთან საკმაოდ რთული იყო. საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციების დაწესება არ გამორიცხეს.