ბერლინში ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა დასრულდა. გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერებიმა უკრაინის აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება განიხილეს და კრიზისის მოგვარების გზებზე იმსჯელეს. მერკელმა, ოლანდმა, პუტინმა და პოროშენკომ შეათანხმეს ე.წ. „საგზაო რუკაც“. შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეთანხმების რატიფიცირება ნომებრის ბოლოს მოხდება. პეტრო პოროშენკოს თქმით, რუსეთმა დონბასში ეუთოს მისიის ყოფნას დაუჭირა მხარი. კომენტარი შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმაც გააკეთა. ვლადიმერ პუტინმა ყურადღება მისნკის შეთანხმების პირობების შესრულებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ უკრაინის აღმოსავლეთში ვითარების დარეგულირებას საფუძვლად სწორედ ეს გეგმა უნდა დაედოს.