რუსთავში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.
გავრცლებული ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა გარეგანათების ბოძს შეეჯახა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცლის მოსპობა გამოიწვია.