18 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ევროპის საბჭოს განვითარების ბანკში (СEB) საქართველოს პროგრამების ხელმძღვანელი ვიტომირ მაილს რაგუზი ხელს მოაწერენ სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს „თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტის“ დასაფინანსებლად.
შეთანხმებების ფარგლებში, ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი თბილისის 25 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-გამაგრებასა და აღნიშნულ სკოლებში ენერგოეფექტურობის გაზრდას დააფინანსებს.
მისამართი: სასტუმრო „ტიფლის პალასი“
გორგასლის ქუჩა #3