მფრინავი ავტომობილის ფასი ცნობილია. როგორც VistaNews წერს, სლოვაკმა ინჟინერებმა მფრინავი ავტომობილის ფასი დაასახელეს. ავტომობილის AeroMobil 3.0-ის ღირებულება 200 ათასი ევროა.
ირკვევა, რომ ავტომობილს Rotax 192 ძრავა ექნება. AeroMobil 3.0-ს ჰაერში 200 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეეძლება. იმისათვის, რომ ავტომობილმა აფრენა შეძლოს მან 310 მეტრის სიგრძის გზა დიდი სიჩქარით უნდა გაიაროს და მერე აფრინდეს.
AeroMobil 3.0-ს ჰაერში, სავსე ავზით, 700 კმ-ს დაფარვა შეუძლია. მფრინავი ავტომობილების სერიული წარმოება 2017 წლიდან დაიწყება.