საქართველოში 3.9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისიდან 45 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ დმანისის დასავლეთიდან 13 კილომეტრის მოშორებით სოფელ ცოღუცლოსთან დაფიქსირდა.
შემთხვევა 12:11 საათზე მოხდა. ინფორმაციას სეისმოლოგიური მონიტორინგის ცენტრი ადასტურებს. ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.