საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ ზრდის მიმართულებით შეცვალა 2017 წელს მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნილების პროგნოზი 0,2 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში 97,5 მილიონ ბარელამდე. ნათქვამია სააგენტოს ყოველთვიურ ანგარიშში.
ასევე შეცვლილ იქნა პროგნოზი 2016 წლის შედეგებთან დაკავშირებით ზრდის მიმართულებით - 96,3 მილიონ ბარელამდე/დღე-ღამეში წინა 96,1 მლნ ბარელის მაჩვენებელთან შედარებით.
"ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილება გაიზრდება 1,2 მილიონი ბარელით/დღეში მიმდინარე წელს", - ნათქვამია ანგარიშში.
"საბოლოო შედეგს წარმოადგენს 2016 წლის მესამე კვარტლის საერთო შეფასება გლობალურ მოთხოვნილებასთან დაკავშირებით - 96,80 მილიონი ბარელი/დღე-ღამეში, რაც 150 ათასი ბარელით აღემატება სექტემბრის თვის პროგნოზს".