აჭარის მთავარობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, კურორტ გოდერძზე სასტუმრო „ალიანს რეზორტის“ მშენებლობის მიმდინარე პროცესს გაეცნო და მშენებლობაზე მომუშავეებს გაესაუბრა.
მიუხედავად ამინდის გაუარესებისა, სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია სასტუმრო „ალიანს რეზორტი”-ს საძირკვლის მოწყობა და სართულების მშენებლობა მიმდინარეობს.
„ალიანს რეზორტი“ 3 120 კვ.მ ტერიტორიაზე შენდება. საერთაშორისო ხარისხისა და სტანდარტების კომპლექსში საცურაო აუზი, ტენისის კორტები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ბარი, რესტორანი, გამაჯანსაღებელი კომპლექსი, კაზინო, საკონფერენციო დარბაზი, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი და სხვა ობიექტები განთავსდება.
პროექტი ჯამში 100 ადგილობრივის დასაქმებას ითვალისწინებს. ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს ოპერირებას საერთაშორისი სასტუმროების ქსელი „რამადა“ განახორციელებს. სასტუმრო 100 ნომრიანი იქნება და ერთდროულად 250-მდე დამსვენებლის მიღებას შეძლებს.
„ალიანს რიზორტი“ ექსპლუატაციაში 2018 წელს შევა.