ბათუმის დელფინარიუმში მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ფასდაკლება მოქმედებს. საქართველოში რეგისტრირებული სასწავლებლების წერილობითი მიმართვის საფუძველზე, 1 ოქტომბრიდან 13 ივნისის ჩათვლით, დელფინარიუმის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს შოუზე დასწრებას 9 ლარის საფასურად, ნაცვლად 15 ლარისა.
დელფინების შოუ ყოველდღიურად 16:00 საათზე იმართება, გარდა ორშაბათისა.