„რაკიამ“ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საკონტროლო პაკეტი, 85%-იანი წილი სახელმწიფოს გადასცა.
საქართველოს მთავრობის №1901 განკარგულებაში აღნიშნულია, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯია“ გათავისუფლდეს თვითმმართველ ქალაქ ფოთის მერიასა (უფლებამონაცვლე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიას“ შორის 2010 წლის 25 მაისის და შპს „რას ალ ხაიმა ინვესტმენტ აუტორიტი ჯორჯიას“ და შპს „რაკია საქართველო თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის 2011 წლის 16 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან, იმ პირობით, რომ საქართველოს სახელმწიფოს გადაეცემა საკუთრების უფლება შპს „ რაკია საქართველო თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ 85%-იან წილზე და შეწყდება სს „ფოთის აეროპორტის“ 98.26% აქციების ნასყიდობის ხელშეკრულება“.
შესაბამისად „თიზ“-ში„ რას ალ ხაიმას საინვესტიციო ორგანოს “ წილი 15%-ია, ხოლო საქართველოს სახელმწიფოსი კი 85%-ი.