საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი ქ. სტამბულში მიმდინარე მსოფლიო ენერგეტიკის 23-ე კონგრესში მონაწილეობს. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობენ 200 -მდე ქვეყნის მაღალი დონის დელეგაციები როგორც სამთავრობო, ასევე კერძო სექტორიდან. მსოფლიო ენერგეტიკის კონგრესი საზეიმოდ გახსნა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯიბ ტაიპ ერდოღანმა. ქართულ დელეგაციას ენერგეტიკის მინისტრი ხელმძღვანელობს. კონგრესის ფარგლებში დაგეგმილია პრეზენტაციები და პანელები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა მსოფლიოს გლობალურ ენერგეტიკულ გამოწვევები, განახლებადი და მდგრადი ენერგიების განვითარება და სხვა. კონგრესი 3 დღე გაგრძელდება და 13 ოქტომბერს დასრულდება.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ილია ელოშვილის შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის და მდგრადი განვითარების მინისტრთან ბერათ ალბაირაქთან.