ცნობილი მილიარდერი ინვესტორი უორენ ბაფეტი ორ ცნობილ ბრენდზე უარს ამბობს, საუბარია ტკბილეულობის მწარმოებელ Mars-ზე და საღეჭი რეზინ Wrigley-ზე.
როგორც ირკვევა Mars Inc. შვილობილ კომპანია Wrigley-ში აქციათა 20 %-ს გამოისყიდის და შესაბამისად მისი 100%-იანი წილის მფლობელი გახდება.
ივარაუდება, რომ სამომავლოდ Mars-ი ბაზარზე საკუთარ პოზიციებს კიდევ უფრო გაიმყარებს.
აღსანიშნავია, რომ უორენ ბაფეტის კომპანია Bershire Hathaway-მა Wrigley-ის მინოტარული აქციები 2008 წელს 2,1 მლრდ დოლარად იყიდა.
იმავე პერიოდში Bershire Hathaway-მა Mars -ს 4,4 მლრდ დოლარის საკრედიტო ხაზიც გაუხსნა.