8-9 ნოემბერს ფრანკფურტში საერთაშორისო გამოფენა - Cleanzone 2016 გაიმართება. დამთვალიერებელს საშუალება ექნება გაეცნოს უახლეს ტექნოლოგიებს ლაბორატორიული და სტერილური სივრცეების კეთილმოწყობისა და აღჭურვისათვის, სხვადასხვა ინდუსტრიული გამოყენებისათვის. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება უახლესი საზომი ტექნიკა მიკრო ორგანიზმებისა და ნაწილაკებისათვის, ინოვაციური მასალები და „High-tech” - პროდუქტების წარმოებისათვის საჭირო გარემოს აღჭურვილობა. გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია ვორქ–შოფი, კონგრესი და დაჯილდოება.
აღსანიშნავია, რომ DWV მხარს უჭერს Cleanzone 2016-ს და საქართველოს მოქალაქე გამოფენის მონაწილეებსა და ვიზიტორებს დაეხმარება წასვლასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაში.