აჭარის ნაერთი ბიუჯეტის გეგმა 22%-იანი, ხოლო რესპუბლიკური ბიუჯეტის გეგმა 31,3%-იანი გადაჭარბებით შესრულდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის იანვარ-სექტემბრის გეგმა 114 მლნ 313,4 ათასი ლარი იყო, თუმცა შესრულებამ 150 მლნ 116,6 ათასი ლარი, ანუ 131,3% შეადგინა.
სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადების მუხლი, 9 თვის მონაცემებით, 128,5 %-ით შესრულდა, სხვა შემოსავლების მუხლი 191,5 %-ით, ხოლო არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლი 123,6%-ით.
რაც შეეხება 9 თვის ნაერთი ბიუჯეტის გეგმას, ის 182 მლნ 508,4 ათასი ლარი იყო, თუმცა გეგმა 22 %-ით გადაჭარბდა და 222 მლნ 688,4 ათასი ლარი შეადგინა. საბიუჯეტო მონაცემები ცხადყოფს, რომ აჭარის ნაერთი ბიუჯეტის გადასახადების მუხლი 22,1%-იანი გადაჭარბებით, სხვა შემოსავლების მუხლი 21,5%-იანი გადაჭარბებით, ხოლო არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლი 22,7%-იანი გადაჭარბებით შესრულდა.
რაც შეეხება თვითმართველ და მუციპალურ ბიუჯეტებს მათი შესრულების მონაცემები ასე გამოიყურება: ბათუმი - 99,1%-ი, ქობულეთი - 147,4%-ი, ხელვაჩაური - 107,1%-ი, ქედა - 122,3%-ი, შუახევი - 147,4%-ი და ხულო - 201,9%-ი.