ფინური კომპანია Nokia სმარტფონების ბაზარს უბრუნდება Android-ის ბაზარზე სმარტფონების გამოშვებას გეგმავს. უკვე ცნობილია, რომ Nokia მაღალ საფასო სეგმენტზე არ იმუშავებს.
Nokia D1C იქნება დაბალბიუჯეტიანი ტელეფონი. Nokia D1C-ს 64-ბიტიანი პროცესორი Qualcomm Snapdragon 430 და 3 გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერება ექნება.
სმარტფონი Android 7.0 Nougat-ის ბაზაზე იმუშავებს.
ახალი დივაისის გამოჩენა 2016 წლის ბოლომდე იგეგმება, სწორედ ამ ეპრიოდში იწყება შეთანხმება Nokia-სა და Microsoft-ს შორის.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს Microsoft-მა Nokia-ს მობილური ბიზნესი იყიდა. შედეგად ბაზარზე ბრენდი Nokia გაქრა და გამოჩნდა Lumia, რომელიც წარმატებული პროექტი ვერ გამოდგა.
2016 წლის მაისში Nokia-მ ხელშეკრულება გააფორმა HMD Global Oy-სთან, რომელიც ბრენდის დაკვეთებს 9 წლის განმავლობაში შეასრულებს.