თურქი ბიზნესმენები აჭარაში ტექსტილის წარმოებით არიან დაინტერესებულნი. როგორც აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში განმარტავენ, თურქული კომპანია „იგურ ტექსტილის“ წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობენ და ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს ეცნობიან. პალატის ინფორმაციითვე, მათ შეხვედრები უკვე გამართეს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში.
წინასწარი ინფორმაციით, „იგურ ტექსტილი“ საწარმოს გახსნას ქობულეთში განიხილავს. ინვესტორი მზადაა პროექტის განხორციელებაში 1,5 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს.