1 ოქტომბერს თელავში სპორტის სასახლის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო. კაფსულა სპორტისა დაახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშილმა კახეთის მხარის გუბერნატორთან ირაკლიქადაგიშვილთან და ქალაქ თელავის მერთან, პლატონ კალმახელიძესთან ერთად ჩაუშვა.
პროექტი „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის" ფარგლებშიხორციელდება და ის 2016-2017 წლებში საქართველოში სამი მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობასითვალისწინებს. პირველ ეტაპზე სპორტის სასახლეები აშენდება თელავში, ბათუმსა და გორში. პროექტის პირველიეტაპის ღირებულებაა 33 850 000 აშშ დოლარი, ხოლო სრული პროგრამის ღირებულება მეორე ეტაპის ჩათვლით 54 350 000 დოლარს შეასგენს. სამშენებლო სამუშაოებს კანადური კომპანია „ბეჰლენ ინდუსტრი“ გაუძღვება.
თელავში აშენდება ორდარბაზიანი მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი, საერთო ფართობი - 10 000 კვადრატული მეტრი. სასახლის დიდი დარბაზი გათვლილია 1500, ხოლო პატარა 500 მაყურებელზე.
სამი სპორტული ობიექტის მშენებლობა 2016 წლის ოქტომბერში დაიწყება და 2017 წლის ზაფხულში დასრულდება.