ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, ქ. დუბლინში ქართული ჩაისპრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ქართულმა ჩაის მწარმოებელმა კომპანიამ „Natura Tea Company", რომლისწამომადგენლებმაც პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს გააცნეს კომპანიის საექსპორტო პროდუქცია და მისინაირსახეობები.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ირლანდიაში მოქმედი ჩაის იმპორტიორები, სასტუმროებისა და სუპერმარკეტებისქსელების მომმარაგებელი კომპანიების წარმომადგენლები, ასევე, ჩაის მიმართულებით მოღვაწე პროფესიონალებიდა ჟურნალისტები.
„ირლანდიაში ჩაის მოხმარების კულტურა საუკუნეებს ითვლის, თუმცა, ქართულ ჩაის ნაკლებად იცნობენ,შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ ირლანდიელი ჩაის იმპორტიორებისა და ამ სფეროში მოქმედიპროფესიონალებისათვის ქართული ჩაის საექსპორტო პროდუქცია გაგვეცნო და შეგვეთავაზებინა. მოხარული ვარ,რომ დუბლინში პირველად შედგა ქართული ჩაის პრეზენტაცია და პროდუქციამ ღონისძიებაზე მოწვეულისტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა" - განაცხადა ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმარწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა.