აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მოსახლეობას მაღალმთიანი აჭარის კიდევ რამდენიმესოფელში შეხვდა. დღეს შეხვედრები ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტაში გაიმართა, სადაც ზურაბპატარაძე ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ხულოს მაჟორიტარ კანდიდატებთან პარლამენტსადა უმაღლეს საბჭოში - ანზორ ბოლქვაძესთან და ხვიჩა შარაშიძესთან ერთად იმყოფებოდა. სოფლისმოსახლეობას ზურაბ პატარაძემ მაჟორიტარი კანდიდატები წარუდგინა და მათთან ერთად „ქართული ოცნების"გუნდის მომავალი გეგმების, ასევე მთის კანონით დადგენილი იმ შეღავათების შესახებ ესაუბრა, რომელთადიდი ნაწილით უკვე სარგებლობს ხულოს მუნიციპალიტეტი. ზურაბ პატარაძის თქმით, მთის კანონი, ისევეროგორც ბევრი საინტერესო პროექტი სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით,მნიშვნელოვანწილად გააუმჯობესებს მაღალმთიანი აჭარის მაცხოვრებლების ეკონომიკურ და სოციალურმდგომარეობას.
განსაკუთრებული ხაზი გაესვა კურორტ გოდერძზე მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს, ხულო-ადიგენის გზისმონაკვეთის რებილიტაციის საკითხს და ეკოტურიზმის პოტენციალის განვითარებას.