გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ მდინარე მაშავერაზე მოქალაქე ელექტროშოკური აპარატით თევზაობდა და მოპოვებული ჰქონდა 0,3 კგ. სხვადასხვა სახეობის თევზი.
სამართალდამრღვევს ჩამოერთვა კანონდარღვევის ჩადენის იარაღები და უკანონოდ მოპოვებული თევზი. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.