ზესტაფონის N52 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა დავით ჭანტურიამ არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა „ქართული ოცნების“ კანდიდატ შალვა კიკნაველიძის სასარგებლოდ მოხსნა.
„ვითვალისწინებ ერთიან სახელმწიფოებრივ პრიორიტეტებს და უარს ვამბობ ვიხელმძღვანელო მხოლოდ დამოუკიდებელი კანდიდატის ინტერესებიდან გამომდინარე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მივმართავ ჩემს მხარდამჭერებს, ობიექტურად განსაჯონ შექმნილი ვითარება და 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ჩემთვის განკუთვნილი ხმა მისცენ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ზესტაფონში, შალვა კიკნაველიძეს“, - აცხადებს დავით ჭანტურია.
ზესტაფონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განაცხადით 28 სექტემბერს მიმართა.