საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანინაციონალური მოძრაობის“ განცხადების საფუძველზე ტელეკომპანიების შპს „სტუდიამაესტროს“, შპს „ტელეიმედის“, შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ და შპს „სამაუწყებლო კომპანიარუსთავი 2“-ის ბადეში განთავსებული სარეკლამო რგოლი შეისწავლა, რომელიც თბილისში ა. პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენას ეხებოდა.
განცხადების ავტორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სარეკლამო რგოლი წინასაარჩევნოპოლიტიკური რეკლამის ნიშნებს შეიცავდა და სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ინფრასტრუქტურული პროექტების საარჩევნო კამპანიას წარმოადგენს, რაც დაუშვებელია. პოლიტიკურმა გაერთიანებამ საქართველოსკომუნიკაციების ეროვნულ კომისიისგან ზემოთაღნიშნული სარეკლამო რგოლის შესწავლა დამისი სტატუსის განსაზღვრა მოითხოვა.
კომისიამ საკითხის მოკვლევის შემდეგ დააგდინა, რომ აღნიშნული ვიდეო რგოლიტელეკომაპნიების შპს „სტუდია მაესტროს“, შპს „ტელეიმედის“, შპს „ჯი-დი-ეს თი-ვის“ და შპს„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ბადეში თბილისის მერიის დაკვეთით სარეკლამოკოპმანიების საშუალებით, ფასიანი რეკლამის სტატუსით იყო განთავსებული.
საკითხის განხილვის საჯარო სხდომას ოთხივე ტელეკომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათი განმარტებით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით განთავსებული სარეკლამო რგოლი მათ სამაუწყებლო ბადეებში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იყო განთავსებული. კანონის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდების მიზნით შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად,პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (შემდგომ –მედია) გასული ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტისარჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/დამისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიისნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხისგადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.
ვიდეორგოლში მოსახლეობას თბილისში ა.პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენის თაობაზე მიეწოდება ინფორმაცია. ვიდეო რგოლში ნაჩვენები არ არის არც საარჩევნო სუბიექტიდა არც საარჩევნო სუბიექტის არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი, შესაბამისად, არგანხორციელებულა არცერთი საარჩევნო სუბიექტის იდენტიფიცირება, ისევე როგორცრომელიმე პოლიტიკური პარტიის სიმბოლიკის წარმოჩენა.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოუფლებამოსილია შეისყიდოს მაუწყებლის მომსახურება სოციალური რეკლამისგანთავსებისთვის ამ კანონის 65-ე მუხლით განსაზღვრული დროის ხანგრძლივობისმინიმალური ზღვრის მიღმა სოციალური რეკლამის განთავსების ან/დასაზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების მიზნით დამხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია მისი ბიუჯეტის ცალკე მუხლით. ასეთშემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო არის შემსყიდველი ორგანიზაცია „სახელმწიფოშესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესყიდვა ხორციელდება„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
ზემოაღნიშნული ვიდეო რგოლით გავრცელებული ინფორმაცია, საქართველოს კომუნიკაციებისეროვნული კომისიის შეფასებით, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციისმატარებელია, აქედან გამომდინარე შეესაბამება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოსკანონის 661 მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.