აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთის მუნიციპალიტეტში შეხვედრები ჩოლოქის დასახლებასა და სოფელ ჯიხანჯურში გააგრძელა. მოსახლეობასთან შეხვედრისას ზურაბ პატარაძემ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი კანდიდატები საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში - კობა ნაკაიძე და გიორგი რომანაძე წარუდგინა.
მთავრობის თავმჯდომარე უამრავ მოქალაქეს გაესაუბრა, მოისმინა მათი პრობლემები.ზურაბ პატარაძემ პრობლემების გადაჭრის გზები და შესალებლობები მათთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.