ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა წაახალისოს მრავალშვილიანები. მედიასტან გამართულ შეხვედრაზე მან ასევე განაცხადა, რომ დემოგრაფიული განვითარება მხოლოდ საჩხერეში დაფიქსირდა.
“მე დავიწყე დახმარება სამშვილიანი , ოთხშვილიანი, ხუთშვილიანი ოჯახების და დაეტყო მოსახლეობას“,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ მსგავსი წახალისება მთავრობამ მთელ საქართველოში უნდა შემოიღოს.
“სატრაბახოდ არ მინდა, მაგრამ საჩხერეში დავიწყე ასეთი რამის გაკეთება რამდენიმე წელია და ოტია იოსელიანმა გააკეთა ამაზე რეაქცია. ზრდა მარტო საჩხერეში დაფიქსირდა. დემოგრაფიული პრობლემები გვაქვს. ბიუჯეტში გაელვებები იყო მესამე თუ მეოთხე შვილის დაბადებაზე თანხით ეხმარებიან ოჯახებს მომავალში ბიუჯეტი გაგვეზრდება და ამაზე აუცილებლად ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს“,- განაცხადა ივანიშვილმა.