დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, შეიძლება მანამდეც მოისურვოს ირაკლიმ გამოჩენა, მივესალმებოდი ამას, -ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვას ირაკლი ღარიბაშვილს საპრეზიდენტო კანდიდატად დაუჭერდა თუ არა მხარს.
,,რატომაც არა, პრინციპში, ჩემი პოზიცია ეს არის, თუმცა, შორს არის ჯერ არჩევნები, ამ თემაზე მე ჯერ მსჯელობა არ მქონია, მათ რიცხვში არც ირაკლისთან არ მქონია ამაზე საუბარი, მე ვფიქრობ, ძალიან ნაადრევია, ირაკლის შეუძლია, საქართველოს პოლიტიკაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს უახლოეს მომავალში და უფრო შორსაც. ახალგაზრდა კაცია, მე ვფიქრობ, ის ძალიან ღირსეულად მოემსახურა თავის ქვეყანას და ღირსეულად წავიდა, გამარჯვებული კაცი წავიდა და არა დამარცხებული და იძულებით. მე მივესალმებოდი, პირადად დღევანდელი გადმოსახედიდან, თუმცა ორი წელიწადი დიდი დროა, ბევრი დროა ჯერ კიდევ და ჯერ უნდა დაველოდოთ მოვლენებს, შეიძლება, მანამდისაც მოისურვოს ირაკლიმ გამოჩენა. ძალიან ხშირად ვკითხულობთ ჩვენ ერთმანეთს და ძალიან ხშირად ვეხმიანებით, ჩვენს მეუღლეებსაც აქვთ ურთიერთობა ერთმანეთში, ბავშვი მონათლა რამდენიმე დღის წინ და იქ გვქონდა საუბარი და ასე შემდეგ.