აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის სავაჭრო ცენტრში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოვაჭრეებს შეხვდა. ზურაბ პატარაძე ქობულეთის მოვაჭრეების პრობლემებს უშალოდ მათგან გაეცნო. მთავრობის თავმჯდომარე თითოეულ ადამიანთან შეხვედრისას მუდმივად ხაზს უსვამდა ერთიანი ძალისხმევით უკეთესი მომავლისათვის ბრძოლის აუცილებლობას: "რეგიონისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ მზად ვარ თქვენთან ერთად, 24 საათიან რეჟიმში ვიმუშაო პრობლემების აღმოსაფხვრელად, ვიმუშაოთ იმისათვის, რომ თითოეულ თქვენგანს გქონდეთ ცხოვრების უკეთესი პირობები, უკეთესი მომავალი", განაცხადა პატარაძემ.