ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აფხაზებს მაღალი დონის სასტუმროსა და ბოტანიკური ბაღის მშნებლობას სთავაზობს.
რუსთავში მედიასთან გამართულ შეხვედრაზე, მან განაცხადა, რომ თუ აფხაზების კეთილი ნება იქნება და მის შეთავაზებას დათანხმდებიან, სასტუმროდან მიღებული ყველა მოგება ადგილობრივ ინფრასტრუქტურას და მოსახლეობის კეთილდღეობას მოხმარდებოდა.
“ჩვენს აფხაზ ძმებს გამყოფ ხაზს იქეთაც ვთავაზობ საქმიან წინადადებას, თუ მათი კეთილი ნება იქნება მაღალი დონის სასტუმროს ავაშენებდი, ბოტანიკურ ბაღსაც. უფრო მასშტაბურიც შეიძლებოდა გამყოფ ხაზს იქეთ აშენებულიყო. ამავდროულად, სასტუმროდან მიღებული ყველა მოგება ადგილობრივ ინფრასტრუქტურას და მოსახლეობის კეთილდღეობას მოხმარდებოდა. ამით საფუძველი ჩაეყრებოდა ჩვენი ურთიერთიობების აღდგენას. უნდა დავიბრუნოთ ის ნდობა, რაც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გაგვაჩნდა. იყო მცდელობა, ხმა მიგვეწვდინა, რეაქცია როგორი იყო, არ ვარ საქმის კურსში. ვფიქრობ, ვერ მოხდა ამ საკითხის შეჯერება. წინადადება იმდენად ჰუმანურია, არ მგონია, პოზიტიურის გარდა, სხვა რეაქცია მოჰყვეს“,-განაცხადა ივანიშვილმა.