"აუდიტორია 115"-ის წევრები უნივერსიტეტის შენობაში შეიჭრნენ, სადაც სწავლის დასწყების დაწყებასთან დაკავშირებული ღონისძიება გაგრძელდა.
მას შემდეგ, რაც "აუდიტორია 115"-ის წევრებმა უნივერსიტეტის ახალ რექტორს, მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და დედაქალაქის მერს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს, ღონისძიება თსუ-ს პირველ კორპუსში გაგრძელდა.
უნივერსიტეტის ახალი რექტორი პირველკურსელებს და წარმატებულ სტუდენტებს აჯილდოებდა, რისი საშუალებაც "აუდიტორია 115"-ის წევრებმა არ მისცეს.
ამჟამად, უნივერსიტეტის გია შარვაშიძე „აუდიტორია 115“-ის წევრებს ხვდება.
შეხვედრაზე რექტორი სტუდენტების პრეტენზიებს ისმენს.
როგორც „აუდიტორია 115“-ის წევრები აცხადებენ, რაც უნივერსიტეტში ხდება, მათთვის მიუღებელია.
პირველი რაც სტუდენტებმა შეხვედრაზე იკითხეს იყო ის, თუ რატომ იყო მობილიზებული პოლიცია უნივერსიტეტში.
გია შარვაშიძემ განმარტა, რომ პოლიცია თავად დაცვამ გამოიძახა, რადგან იყო ორ მხარეს შორის დაპირისპირება და თუ რაიმე ძალადობას ჰქონდა ადგილი, ეს აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული. სტუდენტების უკმაყოფილება გამოიწვია თსუ-ს დაცვის სამსახურის უფროსის აუდიტორიაში გამოჩენამ. სტუდენტების თქმით, გიორგი გორაშვილი მრავაკი წელია ამ თანამდებობას იკავებს და დროა თანამდებობა დატოვოს.