საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ნოქალაქევი-ლეძაძამე-დიდი ჭყონის საავტომობილო გზის მე-11 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
შეგახსენებთ რომ, გუშინ 25 სექტემბერს, მეწყერული პროცესების განვითარების გამო ნოქალაქევი-ლეძაძამე-დიდი ჭყონის საავტომობილო გზაზის მე-11 კილომეტრზე ჩაიწია გზის სავალი ნაწილი და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.