შვედეთის ქალაქ  მალმოში სროლის ხმა ისმოდა. გამოცემა „ექსპრესის“ ინფორმაციით,  თავდამსხმელებმა ცეცხლი  ავტომობილიდან   გახსნეს. შედეგად  4 ადამიანი დაშავდა.  ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა  კრიტიკულია.  თვითმხილველთა თქმით, თავდასმხმელებმა ავტომობილიდან 20- ჯერ გაისროლეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სროლიდან რამდენიმე წუთში სენსორგეთენის ქუჩაზე  აფეთქების ხმაც  გაისმა.