უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ბუდაპეშტის ცენტრში  მომხდარი აფეთქების  დეტალებზე საუბრობს.  უწყების განმარტებით, აფეთქება გაზის გაჟონვას არ გამოუწვევია და ის წინასწარ იყო დაგეგმილი, თავდასმხმელების სამიზნე კი პოლიციელები იყვნენ.  2 დღის წინ ოქტოგონის მოედანთან ახლოს, სავაჭრო ცენტრში მომხდარი  აფეთქების შედეგად  2 პოლიციელი დაშავდა. უნგრეთის პოლიციამ ეჭვმიტანილებზე ნებისმიერი ინფორმაციისთვის ფულადი ჯილდო დააწესა.