აუდიატორია 115-ისწევრები აქციას მართავენ. სწავლის დაწყების პირველ დღეს ისინი პირველი კორპუსის ეზოში იკრიებიან. აქციის მონაწილეები ხელმისაწვდომ განათლებას, გარე რეფერირების პრინციპის დანერგვას, სტუდენტური თვითმმართველობების არსებული სტრუქტურის ძირეულ რეფორმას და სტუდენტურ საცხოვრებლებში პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე აუდიტორია 115-ის წევრებს დიალოგისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მისი კარი ყველა სტუდენტისთვის ღიაა.