„ქართული ოცნების“ კოორდინატორი ზეინაბ მეტრეველი მცხეთის საავადმყოფოში გადაყვანეს.დაზარალებულის შვილის თქმით, მეტრეველს ავარიის შედეგად გარეგანი დაზიანებები აღენიშნება.
„ქართული ოცნების“ მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე კი ირწმუნება, რომ მეტრეველს ცეზარ ჩოჩელის ბიძაშვილი მანქანით განზრახ დააჯახა. მომხდარს ის მეტრეველის წინსაარჩევნო საქმიანობას უკავშირებს.
დამოუკიდებელი დეპუტატი ცეზარ ჩოჩელი ხუდაძის ამ განცხადებას პროვოკაციულს უწოდებს, თუმცა გია ჩიტიშვილთან ნათესავურ კავშირს არ უარყოფს.
მანქანის განზრახ დაჯახების ფაქტს უარყოფს გია ჩიტიშვილი. ის ღამით პოლიციაში დაკითხეს.
მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.