შუამთის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკარგული 2 მოზარდი რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, 14 წლის მოზარდები თელავთან ახლოს, ერთ-ერთ სოფელში ახლობლებთან იყვნენ. არასრულწლოვნები კახეთში სკოლიდან ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. მათ ტყეში გზა აებნათ. საბედნიეროდ, ინციდენტი მშვიდობიანად დასრულდა.