„არსებობს ერთი სწორი არჩევანი! ხმა მივცეთ საკუთარი შვილების უკეთეს მომავალს, ჩვენ ერთად ვირჩევთ ხვალინდელ დღეს!“- განაცხადა ოთარ დანელიამ, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე. ოთარ დანელია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, აბაშის მუნიციპალიტეტის კოოპერატივების წარმომადგენლებს, სოფელ გეზათისა და სეფიეთის მოსახლეობას შეხვდა. ოთარ დანელიას განცხადებით, მისი მთავარი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და მოსახლეობის დასაქმებაა: „მე ვიქნები სოფლის მეურნეობის ქომაგი, აბაშაში ჩვენ ამ მიმართულების განვითარების საშუალება გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ახალგაზრდების გადინება არ მოხდეს სოფლებიდან“. ოთარ დანელია, მარტვილსა და აბაშაში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ტალერისა და ლედგებეს ამომრჩევლებს შეხვდა. ოთარ დანელიამ მოსახლეობას პარტიის საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული ძირითადი მიმართულებები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, მას რაიონში არსებული გამოწვევები დეტალურად აქვს შესწავლილი. მისის განცხადებით, სოფლებისთვის მთავარ პრიორიტეტს გზების, სკოლების, ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია და გაზიფიცირება წარმოადგენს. „ეს ის პროექტებია, რომელიც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხელისუფლების პირობებში დაიწყო და მომდევნო 4 წლის განმავლობაში მეტი აქტიურობით გაგრძელდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2017 წლიდან კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს მიიღებს. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლების საჯარო სკოლებს ეტაპობრივად ჩაუტარდებათ კაპიტალური რემონტი. ასევე, 2017 წლიდან დამატებით 1 154 ოჯახს ექნება შესაძლებლობა, ისარგებლოს ბუნებრივი აირით. დაწყებულია და დაგეგმილ ვადებში დასრულდება საქართველოს ყველა რაიონის სრული ინტერნეტიზაცია”-განაცხადა ოთარ დანელიამ.